მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის აღდგენის სტრატეგიული გეგმა მოამზადა - გახარია

5eafc6c38a67f
ინგა მურუსიძე
04.05.20 11:44
1409
„ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება - ყველაზე დაზარალებული სექტორის, ტურიზმის აღდგენის სტრატეგიული გეგმის შემუშავება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა შედგენილია და უახლოეს დღეებში მთავრობა წარუდგენს საზოგადოებას.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, უახლოეს დღეებში იქნება ასევე ფერმერების დახმარების გეგმა წარდგენილი საზოგადოებისთვის.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის აღორძინება და ფერმერების დახმარება საერთოდ სხვა განზომილებას იძენს“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები