მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სანქცირებული არ არის

64c6490a97bb2
BM.GE
30.07.23 15:30
655
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად სანქციებთან მიმართებაში პერმანენტულად ახორციელებს ქვეყანაში შემოსული გემების სკრინინგს. შესაბამისად, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის ბათუმის პორტში, სადაც ის 27 ივლისს იმყოფებოდა.

ამასთანავე, გურამ გურამიშვილი აქცენტს აკეთებს საკითხის იმ მხარეზე, რომელიც ტურიზმს უკავშირდება. მისი თქმით, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით და არ შეიძლება მისადმი შერჩევითი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით მიდგომა.

„ტურისტებისთვის გზა გახსნილია როგორც საავტომობილო, ისე საჰაერო მიმოსვლისთვის, აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს საზღვაო მიმოსვლის თვალსაზრისითაც და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც მას ტურიზმის დარგში საზღვაო მიმართულებით აქვს“, - განმარტავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ცნობისთვის: საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში 27 ივლისს შემოვიდა. გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოსვლა იგეგმება. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები