ეკონომიკის სამინისტოში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, ვანო ზარდიაშვილი კი შვებულებაშია. BMG-ის სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ ვარდიაშვილი სსეს-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა როდის დაინიშნა გაზის ტრანსპორტირების ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე ან ვინ ჩაანაცვლა ხელმძღვანელის პოსტზე, ამ კითხვებზე სამინისტროში არ პასუხობენ.
ვარდიაშვილი რომ ამ ეტაპზე მოვალეობას ასრულებს, ეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამაც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ არ იცის ზარდიაშვილმა დატოვა თუ არა თანამდებობა.
BMG-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, შვებულებაშია. სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად ის 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში კი იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.




























