მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს - თურნავა

„რაიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გუშინ პარლამენტში საფინანსო კომიტეტის იმ სხდომაზე განაცხადა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო და მხოლოდ ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ. თურნავა ამბობს, რომ განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისა, დღეს ბაზარი დაბალანსებულია და სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე სებ-ი კურსის დასასტაბილურებლად სავალუტო ინტერვენციებს არ მიმართავს, პირიქით, ნოემბერში სებ-მა ბაზრიდან 124.5 მილიონი დოლარი შეისყიდა. რა ფაქტორები მოქმედებს დღეს ლარის კურსზე და როგორ ხედავს პროცესებს ეროვნული ბანკი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები