მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომელმაც უმუშევრობის სტატისტიკასთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები უნდა გამოაქვეყნოს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ში უმუშევრობის დონე 3.7%-ით შემცირდება და წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლები მაჩვენებელი იქნება.
გარდა ამისა, სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა ახალი სამუშაო ადგილების სტატისტიკაც უნდა გამოაქვეყნოს. წინასწარი გათვლებით, ქვეყანაში 8.5 მილიონი აქტიური ვაკანსიაა გამოცხადებული.
უმუშევრობასთან დაკავშირების სტატისტიკას გაასაჯაროებს კანადის სტატისტიკის სამსახურიც. ამ შემთხვევაში პროგნოზირებული მაჩვენებელი 5.5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ევროპის რეგიონს, გერმანიამ სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა გამოაქვეყნოს. ასევე, ანალოგიურ მონაცემებს გაასაჯაროებენ ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებიც.
მომავალ კვირას ასევე ცნობილი გახდება თურქეთის, კანადის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის და მექსიკის ინფლაციის მაჩვენებლები.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2022 წელი)
- არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგები (2022 წელი)
- სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2023 წლის აგვისტო)