მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური ზრდის ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო, ვიდრე პარტნიორების - მინისტრი

61f7a237f4002
მარიამ ვარადაშვილი
31.01.22 12:58
542
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ვიდრე ამას ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა.

“ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება რაც გვაქვს, 10.6%-ია. ამით შევძელით, რომ ეკონომიკა რეალურად აღგვედგინა და ის პანდემიამდელ მაჩვენებელს 3.1%-ით უსწრებს. აქედან გამომდინარე, ის დანაკარგი, რაც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულად აღდგენილია. ბოლო მონაცემები საქსტატმა უკვე შეაფასა და დეკემბერში 9.6% იყო ეკონომიკური ზრდა 2020 წელთან შედარებით. ჩვენი პროგნოზი რაც იყო, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს, სრულიად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო, ვიდრე პარტნიორების, საეთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ, თუმცა დაზუსტდა მონაცემები და გვქონდა არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს”, - აცხადებს დავითაშვილი.

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6% შეადგინა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები