სოფელ მელაანის გრძელი გზის ბოლოს, პასტელის ფერებითა და სიმწვანით გარშემორტყმული, საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმრო „მელაანი“ დაგხვდებათ. ეს სივრცე სცდება სტანდარტული სასტუმროს ჩარჩოებს - მასპინძლები სტუმრებს სთავაზობენ გასტრონომიულ მასტერკლასებს, ისტორიული ადგილების მონახულებასა და ბუნებაში გასვლით ტურებს. თუმცა, ბიზნესის განვითარება მხოლოდ ტურიზმით არ შემოიფარგლება. სივრცის შემქმნელებმა სტრატეგიული ნაბიჯი გადადგეს და აგრო-მიმართულებითაც გაფართოვდნენ - დაიწყეს „მელაანური ჩაის“ წარმოება, რაც ტურისტულ გამოცდილებას კიდევ უფრო ავთენტურსა და მიმზიდველს ხდის. როგორი იყო ობიექტის დატვირთულობა გასულ წელს, როგორ ამზადებენ ქართულ, ეკოლოგიურ ჩაის და რა სიახლეებით ხვდებიან ზაფხულს?
სტუმარი: თეო თაბორიძე - “მელაანი” , დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად


































