ეკვადორის პრეზიდენტი, დანიელ ნობოა ლიკვიდაციის მცდელობას გადაურჩა. კანარის პროვინციაში გადაადგილებისა, მის ესკორტს თავს 500-ზე მეტი დემონსტრანტი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა არამარტო ქვები, არამედ იარაღიც გამოიყენეს. ერთ-ერთი ტყვია ზუსტად იმ ფანჯარას მოხვდა, რომელშიც ნობოა იმყოფებოდა, თუმცა დაჯავშნილმა მინამ პრეზიდენტის სიცოცხლე გადაარჩინა.
ეკვადორის სამართალდამცავმა უწყებამ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობისა და ტერორიზმის მუხლით ჯერჯერობით 5 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტების დიდმა ნაწილმა კი მიმალვა შეძლო. ცნობისთვის, ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნობოას მთავრობამ საწვავის ფასის დაბალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფა შეწყვიტა.
ლიკვიდაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ნობოამ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ თავდასხმის მიუხედავად, ის პოლიტიკას არ გადახედავს და სუბსიდიების გაუქმებით დაზოგილ $1.1 მილიარდს მცირე მეურნეობებისა და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულების მხარდაჭერისთვის გამოიყენებს.




























