მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკვადორმა ჩინურ კომპანიასთან $1.7 მილიარდის ღირებულების შეთანხმება გააფორმა

ჩინეთი და ეკვადორი

ეკვადორის ენერგეტიკის სამინისტრომ ჩინური CMOC Group-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიასთან ლოს კანგრეხოს სამთო-მოპოვებითი პროექტის განვითარებაზე ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, ინვესტიციის საერთო მოცულობამ $1.7 მილიარდზე მეტი შეადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს თანამშრომლობა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების, როიალტისა და სხვა მოსაკრებლების სახით $4.39 მილიარდის ოდენობის შემოსავლის შესვლას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება პროექტზე საკონტროლო პაკეტის, 51%-იანი წილის ქვეყნის საკუთრებაში დარჩენას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი როიალტის სახით ეკვადორი $54 მილიონს მიიღებს, საიდანაც $34 მილიონი დოკუმენტზე ხელმოწერისთანავე ჩაირიცხა. რაც შეეხება თანხის დარჩენილ ნაწილს, მისი გადახდა მშენებლობის ეტაპებს, კერძოდ კი გადასამუშავებელი ქარხნის ამოქმედებასა და მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას დაუკავშირდება. ელ ოროს პროვინციაში მდებარე პროექტს კომპანია ODIN Mining del Ecuador-ი განახორციელებს.

ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ ეს შეთანხმება სამხრეთ ამერიკაში ჩინეთის პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ექსპერტები მოელიან, რომ ეკვადორსა და ჩინურ კომპანიას შორის დადებულ გარიგებას მალევე მოჰყვება თეთრი სახლის რეაგირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები