ელ-სალვადორის ეროვნულმა ხაზინამ 100 მილიონი დოლარის ღირებულების 1,100-მდე ბიტკოინი შეიძინა.
ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო რეზერვში ამჟამად 7,500-მდე ბიტკოინი ინახება, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ელ-სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად და საგადახდო საშუალებად მიიღო.
ქვეყნის პრეზიდენტის, ნაიიბ ბუკელეს განცხადებით, ბიტკოინი ისტორიაში საუკეთესო საინვესტიციო აქტივია, რომლის პოტენციალი ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.




























