მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ-სალვადორმა ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად გამოაცხადა

61375fe5c3d8c
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.21 22:23
1284
ელ-სალვადორმა ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად და ანგარიშსწორების საშუალებად გამოაცხადა, ქვეყანამ 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 400 ბიტკოინი იყიდა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ნაიბ ბუქელე აცხადებს, მთავრობა ისევ გეგმავს დამატებითი ბიტკოინების შეძენას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბიზნესოპერატორებს მოეთხოვებათ ბიტკოინით მოახდინონ ანგარიშსწორება, ხოლო მთავრობა თავის მხრივ მოსახლეობას მისცემს საშუალებს სხვადასხვა გადასახადები კრიპტოვალუტით დაფარონ.

პრეზიდენტ ნაიბ ბუქელეს ადმინისტრაციამ ელ-სალვადორის მასშტაბით 200-მდე ATM-ი უკვე დაამონტაჟა, სადაც შესაძლებელი იქნება ბიტკოინების აშშ დოლარზე გადაცვლა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიტკოინთან ერთად ამერიკული დოლარი ისევ რჩება ელ-სალვადორის ეროვნულ ვალუტად, შესაბამისად სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც არ შესწევთ უნარი ბიტკოინით განახორციელონ ანგარიშსწორება, ისევ აშშ დოლარზე განახორცილებენ ვაჭრობას.

გამოცემა წერს, რომ ელ-სალვადორის პრეზიდენტმა ქვეყნის ეროვნულ ბანკს 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფონდი გამოუყო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.