მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: 2008 წლის ომის დროსაც არ დაუტოვებიათ თურქ ინვესტორებს საქართველო

60c5d24c800bf
BM.GE
13.06.21 14:07
1629
2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო საქართველოში, არცერთი თურქი ინვესტორი არ წასულა ქვეყნიდან , - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

კითხვაზე, რამდენად მოქმედებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები თურქი ინვესტორების განწყობებზე, ელჩმა აღნიშნა:

„ვერ ვიტყვი, რომ გავლენას ახდენს, ვინაიდან ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გავლენას ახდენდეს. ეს არ არის მხოლოდ თურქული ინვესტიცია, ეს ზოგადად ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩარჩოა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან. ასე რომ, რაც უფრო მეტად სურთ ცალკეულ წრეებს ამ პროექტით მანიპულირება და მისი გამოყენება, რათა ქართულ-თურქულ ურთიერთობების საბოტაჟი გამოიწვიონ, ვფიქრობ, ისინი ამას ვერ მოახერხებენ. მათ ეს ვერ უნდა შეძლონ.

ცხოვრება გრძელდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოგვარდება ეს კონფლიქტი. ძალიან ნათლად ვამბობ, რომ ეს პროექტი არის საქართველოსთვის და საქართველოს მიერ ხორციელდება. ინვესტორი კომპანია დაფუძნებულია საქართველოში, აქაური კანონმდებლობით და ის ასაქმებს უამრავ ადგილობრივს“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები