მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონი ზაფხულის თვეებში გამოცხადდება - დავითაშვილი

64a2aa21bafc9
მარიამ ვარადაშვილი
03.07.23 15:00
479
დღეს მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიებთან უმოკლეს დროში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპის ხელშეკრულებები გაფორმდება.

27 პროექტიდან 10 მზის, 2 ქარის, ხოლო 15 ჰიდროელექტროსადგურია. აღსანიშნავია, რომ პირველ აუქციონში გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იყო 900 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის განცხადებები.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, კერძოდ, ზაფხულის განმავლობაში სიმძლავრის მეორე აუქციონის გამოცხადება იგეგმება. 

“ვგეგმავთ, რომ უახლოეს მომავალში, იგივე ზაფხულის თვეებში დამატებითი სიმძლავრის აუქციონის ჩატარება მოვახერხოთ იმისთვის, რომ პროექტებს, რომლებიც კერძო დეველოპერების ხელშია, მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები. ხოლო კომპანიებმა ფინანსების მოზიდვა და პროექტის განხორციელება შეძლონ. ვიცით, რომ ეს 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის პოტენციური ინვესტიციაა ენერგეტიკაში", - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები