ელექტრომობილების მწარმოებელმა პირველმა ვიეტნამურმა კომპანიამ, VinFast-მა ინდოეთში $500-მილიონიანი ავტომობილების საწარმოს აშენება დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ობიექტი ყოველწლიურად 50,000 ელექტრომობილის აგებას შეძლებს.
საჭიროების შემთხვევაში კი ეს მასშტაბი წლიურად 150,000 მანქანამდე გაიზრდება. VinFast-ში ვარაუდობენ, რომ ქარხნის გახსნა 3,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საწარმოს ასაშენებლად ინდოეთის ზღვისპირა ქალაქი შეარჩია. ამით VinFast-ს საკუთარი ავტომობილების ექსპორტზე გატანის გამარტივება სურს.
ელექტრომობილების მწარმოებელი პირველი ვიეტნამური კომპანია სამრეწველო ობიექტის გახსნას მხოლოდ ინდოეთში არ გეგმავს. VinFast-ის ლიდერების განცხადებით, აზიის რეგიონში ჯამურად $2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ ამერიკა-ევროპის ბაზრიდან აზიაზე ყურადღება მას შემდეგ გადმოიტანა, რაც სატარიფო ომმა და ქვეყნების მიერ გაცხადებულმა პროტექციონიზმმა კონკურენცია საგრძნობლად გაზარდა.




























