ელექტრომობილების მწარმოებელმა ვიეტნამურმა კომპანია VinFast-მა საინვესტიციო ჰოლდინგ Yorkville-სგან დამატებით 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა. აღნიშნული თანხა საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და კომპანიის პორტფელის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.
VinFast-ის მიღმა უმდიდრესი ვიეტნამელი ბიზნესმენი, ფამ ნათ ვუონგი დგას, რომელმაც კომპანია 2017 წელს დააფუძნა. მიმდინარე წელს Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე VinFast-ის დებიუტი შედგა და IPO-ს პირველ კვირაში კომპანიის კაპიტალიზაციამ 159 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც Porsche-ზე, Mercedes-ზე, BMW-ზე, VW-ზე და Ford-ზე უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ნახევარ წელიწადში მისი აქციების ღირებულება 92%-ით დაეცა.
VinFast-ის ასეთი მკვეთრი დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ფაქტობრივად არ არსებობს. გაყიდული 22,000 ავტომობილი კი თავად ფამ ვუონგის მიერ დაფუძნებული სატრანსპორტო კომპანიის მიერაა შესყიდული, ანუ რეალური მყიდველი VinFast-ს უბრალოდ არ ჰყავს.
ამჟამად კომპანიას საქმიანობის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსური რესურსები სჭირდება, რისთვისაც ის ინვესტორებს დახმარებით მიმართავს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.