მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომოპედების გაზიარების სერვისი „ქარი“ სისტემაში მიკრო-მანქანების დამატებასაც გეგმავს

61bb870943906
თამთა ჯიჯავაძე
16.12.21 23:32
672
ელექტრომოპედების გაზიარების სერვისი „ქარი“ ე.წ. Ride Pass-ების სისტემის დანერგვას გეგმავს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, დანიელ დოინიცინმა განუცხადა, მომხმარებლებს მომდევნო თვეების განმავლობაში ბევრი სიახლე ელოდება.

„ვმუშაობთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების დამატებაზეც, მალე გვინდა რომ ჩვენს სისტემას მიკრო-მანქანები დავამატოთ და ამითი საქართველოში პირველი მიკრო-მობილობის მულტიმოდალური აპლიკაცია გავხდეთ, რომელიც მომხმარებელს ერთ აპლიკაციაში რამდენიმე არჩევანს აძლევს“, - ამბობს დოინიცინი.

მისივე თქმით, „ქარი“ ბიზნეს ანგარიშების შექმნის მიმართულებითაც მუშაობს, რის შედეგადაც კომპანიებს საშუალება მიეცემათ, რომ მათმა თანამშრომლებმა მწვანე, ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეძლონ.

„ამითი კომპანიებს დავეხმარებით რომ შეამცირონ თავიანთი კორპორატიული Fleet-ის რაოდენობა, განტვირთონ პარკინგები თავიანთ შენობებთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომპანიებს შეექმნებათ შესაძლებლობა შეამცირონ CO2-ის ემისია, რაც ბუნებაზე და გარემოზე ზრუნვას ნიშნავს და მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. გვსურს რომ მალე ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის სრულიად მწვანე ციკლში მოქცევა შევძლოთ, რაც ნიშნავს სერვისების განახლებადი ენერგიით მომუშავე მონაცემთა ცენტრებში განთავსებას“, - აცხადებს „ქარის“ დამფუძნებელი და დასძენს, რომ 2022 წელს კომპანიას სურვილი აქვს, რომ პროექტი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდეს.

„კიევში ოპერირებისთვის ლიცენზია უკვე მოვიპოვეთ“, - აცხადებს ის.

ცნობისთვის, „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა. მოპედების გამოყენება „ქარის“ აპლიკაციითაა შესაძნელებელი.

კომპანია გუშინ ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა. მას ჯილდო ნიმინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გადაეცა.

„გამოჩენის წელსვე "ქარმა" ქვეყნის მთავარი ბიზნეს-დაჯილდოების პრიზი აიღო, რაც ამგვარი პროდუქტის რელევანტურობაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, „ქარის“ გუნდისთვის ეს ჯილდო უკვე ჩატარებული სამუშაოს და მიღწეული შედეგების აღნიშვნაცაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გვიძლიერებს სტიმულს, რომ საქართველოში მწვანე ტრანსპორტის განვითარებაში კიდევ უფრო გავაქტიურდეთ“, - ამბობს დანიელ დოინიცინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები