მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტრონული კომერცია პროკრედიტ ბანკში უკვე ხელმისაწვდომია

პროკრედიტ ბანკი
18.03.25 10:53
149

პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს ახალ შესაძლებლობას - ელექტრონული კომერციის სერვისს სთავაზობს, ონლაინ სივრცეში გადახდის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.

ელექტრონული კომერცია ვებგვერდებზე შესყიდვებისთვის გამოიყენება და წარმოადგენს მოსახერხებელ გადახდის სისტემას, მათთვის, ვინც ონლაინ მაღაზიას ფლობს. სერვისის ინტეგრირება ბიზნესს უმარტივებს ყოველდღიური ტრანზაქციების მენეჯმენტს, მომხმარებლებისთვის კი შესყიდვას უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის.

პროკრედიტის ელექტრონული კომერციით გადახდები VISA, MasterCard ბარათებით სრულდება, შესრულებული ტრანზაქციების მართვა კი ვებგვერდის სამართავი სივრციდან ხორციელდება.

სერვისი გააქტიურება მარტივი პროცესის გავლით ხდება და საწყის ეტაპზე, საჭიროა განაცხადის შევსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები