დღეიდან, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.
მედიანური ტარიფები შემდეგია:
- მოდინებაზე არსებული ჰესები – 6,5 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ,
- მზის ელექტროსადგურები – 5,6 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ,
- ქარის ელექტროსადგურები – 6.0 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ.
სამინისტროს მოლოდინით, აღნიშნული ინიციატივა წაახალისებს დარგში ინვესტიციებას და კიდევ უფრო გაზრდის სექტორით დაინტერესებას.