ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Eli Lilly ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Kelonia Therapeutics-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. გარიგების ღირებულება, სავარაუდოდ, $2 მილიარდს გადააჭარბებს.
კერძო კომპანია Kelonia Therapeutics-ი სისხლის კიბოს ახალი თაობის მკურნალობის მეთოდებზე მუშაობს. ინოვაციური CAR-T თერაპია პაციენტებს ქიმიოთერაპიის კურსის გავლისა და უჯრედების რთული ლაბორატორიული დამუშავების გარეშე მკურნალობის საშუალებას მისცემს.
ექსპერტების შეფასებით, ამ ნაბიჯით Eli Lilly ონკოლოგიურ ბაზარზე საკუთარი პოზიციების გაძლიერებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კევინ ფრიდმანის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგია სფეროში გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს.
ონკოლოგიური მიმართულება Eli Lilly-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წელს ამ სეგმენტმა კომპანიას $9.4 მილიარდის შემოსავალი მოუტანა.
ბოლო პერიოდში Eli Lilly-მ Centessa Pharmaceuticals-ი, Orna Therapeutics-ი და Ventyx Biosciences-ი შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ Kelonia Therapeutics-ის პრეპარატი განვითარების ადრეულ ეტაპზეა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კვლევის პირველი ფაზის დაწყების ნებართვა უკვე გასცა, თუკი პრეპარატი დასტურს მიიღებს, $2-მილიარდიანი ინვესტიცია Eli Lilly-ის ინვესტორებს თითქმის ათჯერ მეტ სარგებელს მოუტანს.




























