მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eli Lilly აშშ-ში $27 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Eli Lilly

ფარმაკოლოგიური გიგანტი Eli Lilly წარმოების გაფართოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში 27 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული თანხა ახალი ქარხნებისა და საწარმოების აშენებას მოხმარდება, რომელთა წყალობით, ქვეყანაში დამატებით 3,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და უშუალოდ მშენებლობის პროცესში 10,000-მდე მუშა იქნება ჩართული.

$27-მილიარდიანი ინვესტიცია მომდევნო 4-5 წელიწადს მოიცავს, რაც ზუსტად ემთხვევა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც თეთრ სახლში სწორედ 47-ე პრეზიდენტის დასახლებას უკავშირდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Eli Lilly-ის საბაზრო შეფასება $822 მილიარდს შეადგენს და ფარმაკოლოგიური კომპანიების გლობალურ რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები