მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eli Lilly დონალდ ტრამპის წამლების ფასების რეგულირების ინიციატივას უპირისპირდება

დეივიდ რიკსი

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაციის, Eli Lilly-ს აღმასრულებელი დირექტორი დეივ რიქსი ღიად დაუპირისპირდა თეთრი სახლის მცდელობას, კანონით განამტკიცოს წამლების ფასებთან მიმართებით „ყველაზე ხელშემწყობი ქვეყნის“ პრინციპი.

CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში რიქსმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული „ცუდი პოლიტიკის“ წინააღმდეგ კომპანია ყველა ხელმისაწვდომ რესურსს გამოიყენებს.

განმარტებისთვის, კანონ-პროექტი აშშ-ში მედიკამენტების ფასების სხვა განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, Eli Lilly-მ გასულ წელს ათზე მეტ ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად ხელი მოაწერა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ შეთანხმებას, რომელიც წამლების გაიაფებას იმ პირობით ითვალისწინებდა, რომ ინდუსტრიის მოთამაშეები გარიგებიდან გასვლა ნებისმიერ დროს შეძლებდნენ. მაშინ ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ნებაყოფლობითი შეთანხმებით თეთრი სახლის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ბოლო კვირებში ვაშინგტონმა კონგრესზე ზეწოლა გააძლიერა. როგორც ირკვევა, ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილი პირობები სავალდებულო კანონად აქციოს. დეივ რიქსის განმარტებით, კომპანიების იძულება საფრთხე შეუქმნას სამეცნიერო კვლევებს და ახალი მედიკამენტების შექმნას, რადგან მათ ინვესტიციების განხორციელების მოტივაცია დაეკარგებათ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადმინისტრაციას კანონპროექტის საბოლოო ტექსტი საჯაროდ ჯერ არ წარუდგენია და ამჟამად ფარმაცევტულ სექტორთან მოლაპარაკებებს იმ მიზნით აწარმოებს, რომ მათი მხარდაჭერა მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ Eli Lilly-ს ხელმძღვანელობამ საკუთარი პოზიცია კონგრესის ლიდერებს უკვე გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასების ხელოვნური შემცირების დაკანონებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება. რიქსის განმარტებით, ინიციატივის ლეგალიზება ამერიკის მძლავრ ფარმაცევტულ ინდუსტრიას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები