მსოფლიოს უმსხვილესი სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly გერმანიაში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, ინვესტიციის წინასწარი შეფასება კი 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამერიკული გიგანტის ევროპაში გაფართოება EU-ს ბაზარზე მის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით დიდი ინტერესი კი Mounjaro-სა და Zepbound-ის მიმართაა, ორივე პრეპარატი წონაში კლების მიზნით გამოიყენება, ეს ინდუსტრია კი, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად თვალისმომჭრელი ტემპით იზრდება და მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს წონაში კლებისათვის ქიმიური პრეპარატების გამოყენებას.
ამ ყველაფრის ფონზე, ერთ წელიწადში Eli Lilly-ს აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 63%-ით გაიზარდა და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 560 მილიარდ დოლარს მიაღწია, ის ამჟამად პლანეტის 10 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალში შედის.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.