მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის მინისტრად დაინიშნა

რიჟვაძე

აჭარაში "ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე წარადგინა.

კულტურის მიმართულება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. რიჟვაძის განცხადებით, ახალი სამინისტროს ფორმატი, რეგიონში კულტურის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს.

ელისო ბოლქვაძე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

„ცვლილება გვაქვს აჭარის მთავრობის სტრუქტურასა და შემადგენლობაში - მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას". - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები