მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ელსი ვაიკიკი”, 2022 წელს სომხეთში სამოსის რეექსპორტის 18%-ით გაზრდას გეგმავს

61faa052372a6
ლიკა გურაბანიძე
07.02.22 10:00
1323
საქართველოდან “ელსი ვაიკიკის” ერთადერთი საექსპორტო ბაზარი სომხეთია. კომპანიაში 2022 წელს თურქეთიდან მოწოდებული პროდუქციის შეტანას საქართველოდან სომხეთში 2021 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებლებით გეგმავენ.

როგორც “ელსი ვაიკიკი” საქართველო-სომხეთის დირექტორი გიორგი დალალიშვილი აღნიშნავს, კომპანია 2022 წელს სომხეთში სამოსის $20 მლნ-ის რეექსპორტს განახორციელებს, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 18%-ით მეტი იქნება, 2020 წელს სამოსის რეექსპორტის მაჩვენებელმა $12 მლნ შეადგინა.

“წელს სამოსის რეექსპორტის რიცხვების ზრდას სომხეთში ორი ახალი მაღაზიის გახსნით ვპროგნოზირებთ. სომხეთში ამჟამად 6 მაღაზია გვაქვს და კიდევ ორს ვამატებთ. ახალ მაღაზიებში 60 თანამშრომელს დავასაქმებთ. განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ღირებულება კი 1 მლნ 200 ათასი ლარი იქნება.” - განაცხადა გიორგი დალალიშვილმა.

დალალიშვილის განმარტებითვე, სომხეთის მიერ თურქულ იმპორტზე დაწესებული ემბარგო "ელსი ვაიკიკიზე" უარყოფითად აისახა და მათი გაყიდვები 32%-ით შეამცირა.

გაყიდვების შემცირების გარდა კი, “ელსი ვაიკიკის” სომხეთში ფასების 11%-მდე ზრდა მოუხდა, რადგან კომპანიას მიმდინარე ხარჯები, მათ შორის, ქსოვილზე და ლოგისტიკაზე ფასები გაუძვირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე 63 მლნ დოლარის ტრიკოტაჟის ნაწარმი გავიდა, რაც 58%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები