მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Emaar-ის აქციების ღირებულება ომის დაწყების შემდეგ 36%-ით დაეცა

emaar ემაარი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar-ის აქციების ფასი ირანში ომის დაწყების შემდეგ 36%-ით დაეცა. თებერვლის ბოლოს კომპანიის ერთი აქცია 17.1 დირჰამი ღირდა, ამჟამად კი მისი ღირებულება 11 დირჰამი ღირს. აქციების ფასის ვარდნა UAE-ს უძრავ ქონების მიმართ უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მკვეთრ ვარდნას უკავშირდება, რაც თავის მხრივ საომარი მოქმედებებით არის განპირობებული.

2025 წელს Emaar-მა შემოსავლის რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა, ჯგუფის გაყიდვებმა 49.6 მილიარდი დირჰამი, ანუ 13.5 მილიარდი დოლარი შეადგინა რაც წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება მოგებას ის 22.3 მილიარდი დირჰამი, ანუ 6 მილიარდი დოლარი იყო. წლიურ ჭრილში კომპანიის მოგება 28%-ით არის გაზრდილი.

Emaar ჯგუფის აქტივების ღირებულება 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 186.7 მილიარდ დირჰამად, ანუ 51 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ 2026 წელს UAE-ში უძრავი ქონების მოთხოვნის კლება არის მოსალოდნელი, კომპანიის აქტივების ღირებულება, რაც ასაშენებელი უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით არის დათვლილი შეიძლება შემცირდეს. კომპანიის აქტივების 84% UAE-ს ადგილობრივ ბაზარზე არის განთავსებული. კომპანიის უმსხვილესი აქციონერია UAE-ს მთავრობა, რომელიც Emaar-ის აქციების 23.7%-ს ფლობს.

Emaar ჯგუფის მმართველი დირექტორია მილიარდერი მოჰამედ ალი ალაბარი. ის ასევე არის უმსხვილესი აქციონერი კომპანია Eagle Hills-ში, რომელიც როგორც UAE-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არის უძრავი ქონების პროექტების განვითარებით დაკავებული. განსხვავებით Emaar-ისგან Eagle Hills-ის აქციები არაა საფონდო ბირჟაზე განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ Eagle Hills-ი საქართველოში $6.6-მილიარდიანი უძრავი ქონების პროექტის განვითარებით არის დაკავებული.

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი ასე ნაწილდება:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები