ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი X-ზე საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი ლოდინის პოზიცია, როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს ზიანს აყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოები ვიყოთ, როცა "ქართული ოცნება" დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ძირს უთხრის!“, - წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ისინი საქართველოში შექმნილი სიტუაციით ღრმად შეშფოთებულები არიან. „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.