მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, წინსვლის სიჩქარე და მიმართულება თქვენზეა დამოკიდებული - შოლცის და მაკრონის განცხადება

შოლცი მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც ლიდერები აღნიშნავენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი სიტუაციით.

“ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ვიგებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესახებ - გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებით.

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული.

ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი”, - წერია ლიდერების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები