საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინის წინადადებას, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ არასაკმარისს უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო BBC აცხადებს.
გამოცემაზე დაყრდნობით, მაკრონი თვლის, რომ აღნიშნული ქმედება მხოლოდ დროის მოგებას ემსახურება და პუტინი გამოსავლის ძიების პროცესშია.
„უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები... პუტინი გამოსავალს ეძებს, მას დროის მოგება სურს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს პოლონეთის ქალაქ პრჟემიშლში, კიევიდან სახლში დაბრუნებისას.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 10 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის დედაქალაქში „ნებაყოფლობით მომხრეთა კოალიციის“ სამიტს დაესწრო, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვს 12 მაისიდან უპირობო და სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება მოსთხოვა. მოთხოვნის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინას "პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის" 15 მაისს სთავაზობს.