მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს სამიტზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ამ საღამოს გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

გილოცავთ“ – წერს ემანუელ მაკრონი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები