მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიურამდე გაიზარდა

„ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიურამდე გაიზარდა
01.08.24 14:40
439

წამყვანმა ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ, Scope Rating-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიური პერსპექტივით შეაფასა (Outlook Positive).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სარეიტინგო შეფასება, 2023 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. გასულ წელს „ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B სტაბილური იყო.

კაპიტალის ადეკვატურობა, გაზრდილი მოგებიანობა, დივერსიფიცირებული დაფინანსების წყაროები და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით სფეროებში ჩადებული ინვესტიცია ის ძირითადი პარამეტრებია, რომლებზე დაყრდნობითაც მოხდა „ემბისი“-ს სარეიტინგო შეფასების გაუმჯობესება.

ანგარიშში Scope-მა დადებითად შეაფასა „ემბისი“-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების შესახებ. Scope-ის აზრით, მიკრობანკის სტატუსთან დაკავშირებული მარეგულირებლის მოთხოვნები გააუმჯობესებს კომპანიის კაპიტალისა და რისკის მართვის შესაძლებლობებს, ამასთანავე, მისცემს წვდომას უფრო დიდ პოტენციურ ბაზარზე.

„საკრედიტო რეიტინგის მოპოვება და შემდეგ მისი გაუმჯობესება „ემბისი“-სთვის სტრატეგიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვიხარია, რომ სკოუპის შეფასება B სტაბილურიდან, B პოზიტიურზე შეიცვალა, რაც მიანიშნებს იმ დადებით ცვლილებებზე, რომელიც „ემბისი“-ს მოგებიანობის ზრდიდან, რისკების შემცირებიდან, სტაბილური ფინანსური კოეფიციენტიდან და მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობიდან მომდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვება კიდევ ერთხელ დაადასტურებს კომპანიის წარმატებას და სტაბილურ განვითარებას და მოგვცემს საშუალებას რეიტინგის შემდეგი გაუმჯობესებისათვის, რაც უფრო გაზრდის კომპანიისადმი სანდოობას“ - თათია ჯაჯანაშვილი „ემბისი“-ს ფინანსური დირექტორი.

„ემბისის“ შესახებ:

„ემბისი“ წარმოადგენს საფინანსო ორგანიაზაციას, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია წარმატებით საქმიანობს. კომპანია წარმოდგენილია თბილისში და 8 რეგიონში, ჯამში 17 სერვისცენტრით. „ემბისის“ როგორც საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია პასუხისმგებლობიანი დაფინანსების გზით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების შეთავაზება და მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. კომპანია არაერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია, როგორიცაა “პასუხისგმებელი ბიზნესის კონკურსის - Meliora” 2022, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო - BARTA 2021/2022”, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის „კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის“ 2023 წლის გამარჯვებული ნომინაციაში - SDG4 (ხარისხიანი განათლება), ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები