საავიაციო გიგანტის, Emirates-ის სერვისების შეძენა უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტებით გახდება შესაძლებელი. ამ სერვისის დასანერგად დუბაიში დაფუძნებულმა კომაპნიამ Crypto.com-თან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც საგადახდო პლატფორმას ფლობს.
როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან მომხმარებლებს ავიახაზების ბილეთების შეძენა სასურველი კრიპტოვალუტის გამოყენებითაც შეეძლებათ და ტრანზაქციების გატარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ Crypto.com აიღებს.
თავად ეს პარტნიორობა გასაკვირი არავისათივს არ უნდა იყოს, რადგან ბოლო პერიოდში დუბაი კრიპტოინდუსტრიის გლობალურ ჰაბად ჩამოყალიბდა, სადაც ათასობით მეწარმე და ინვესტორი იყრის თავს, რომლებიც დიდი რაოდენობით კრიპტოაქტივებს ფლობენ და თან Emirates-ის სერვისებით ხშირად სარგებლობენ.




























