მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია მომავალ წელს მზად იქნება - გიორგი ჩიქოვანი

6149f63b3a9ab
დავით ჯალაღონია
21.09.21 21:20
706
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია მომავალ წელს მზად იქნება. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, დოკუმენტზე ეკონომიკის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს, სტრატეგიის პროექტი კი მომავალ წელს გახდება ცნობილი და განხილვების შემდეგ, მისი დამტკიცებაც იქნება შესაძლებელი.

"ეს ენერგეტიკის სტრატეგიის დოკუმენტი საკმაოდ კომპლექსურია, მოიცავს არა მხოლოდ ელექტროენერგეტიკის სექტორს, არამედ გაზს, ნავთობპროდუქტებს, შეშას, ენერგოეფექტურობას, განახლებადი ენერგიების ათვისების სამიზნე მაჩვენებლებს და ასევე, აქ ანალიზი იქნება გაკეთებული ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასა და დინამიკაზე. ამიტომ ეს არ არის მარტივი დოკუმენტი, უნდა მოხდეს საშუალო და გრძელვადიანი მოხმარების განსაზღვრა ყველა მიმართულებით.

ენერგეტიკულ სტრატეგიაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს მზარდი მოთხოვნა და როგორ უნდა ჩანაცვლდეს განახლებადი ენერგიების წყაროებით იმ რესურსების მოხმარება, რომელსაც დღეს გაზის, ნავთობისა და სხვა რესურსების საშუალებით ვაკმაყოფილებთ", - განმარტა გიორგი ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები