მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკის კუთხით უწყვეტად ვმუშაობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია სახელმწიფო გარანტიები - დავითაშვილი

637346363c7c5
ინგა მურუსიძე
15.11.22 12:14
396
იმედი გვაქვს, რომ ეს მექანიზმი [განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმი] მიმდინარე წელსვე ამოქმედდება, წელსვე მოხდება კონკურენტულ პირობებში პროექტების შერჩევა და მომავალი წლიდან პროექტების განხორციელება დაიწყება საკმაოდ სწრაფი ტემპით - ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას მხარს უჭერს ევროკავშირიც, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ენერგეტიკა განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„ვფიქრობთ, განსაკუთრებული აქტუალობა გააჩნია ჩვენი ხელისუფლებისთვის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ქვეყანაში განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით გვქონოდა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები კერძო სექტორისთვის, იმისთვის, რომ ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფად, უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ქვეყანაში. ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობა სულ მიდის, უწყვეტად, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა და გარკვეული სახელმწიფო გარანტიები, რომ კერძო სექტორმა რეალურად მოახერხოს ფინანსების მობილიზება და პროექტების განხორციელება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მოლაპარაკებები გაიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და დიდი დრო დასჭირდა, რომ შემუშავებულიყო კერძო სექტორისთვის შესათავაზებელი მექანიზმი, რომელიც საერთაშორისო საერთაშორისო დონეზე არის მიღებული.

რა პირობებით ამოქმედდება განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები