მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით კურატორი მე ვიქნები - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით სამინისტროში ენერგეტიკის სფეროს კურატორობას თავად გაუწევს - ამის შესახებ დავითაშვილს BMG-იმ მისი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის გადადგომის შემდეგ დაუსვა კითხვა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, არ განიხილება ენერგეტიკის სფეროს დამოუკიდებელი სამინისტროს სახით გამოყოფის შესაძლებლობა და რომ პირიქით ეს სექტორი უფრო უკეთესად ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნის პირობებში უკეთესად იმართება.

“რომეო მიქაუტაძეს ამ ეტაპზე პირდაპირ არავინ ჩაანაცვლებს. მე ვიქნები კურატორი ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით. ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ვერ ექნება დარგს, როდესაც ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს ეს არის დემონსტრირება იმის რომ ენერგეტიკის დარგი ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია.

რაც შეეხება ცალკე უწყების საჭიროებას, მინდა გითხრათ რომ თუ სწორად ხდება მართვა ამ შემთხვევაში ამაზე უფრო დიდი შედეგის მიღება ენერგეტიკისთვის შეუძლებელია, როდესაც ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი მუშაობს ამ საკითხზე. ამასთან იცით, რომ ენერგეტიკის განვითარებას სჭირდება არაერთი მომიჯნავე სფეროს დახმარება, ეს იქნება ქონების გადაცემის საკითხი თუ სხვა. ეს ყველაფერი საჭიროებს ძლიერ პორტფელში ყოფნას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ განცხადებულია, რომ ენერგეტიკის სფერო პრიორიტეტულია და სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს და ის მნიშვნელოვანი ძვრები რაც დაიძრა არათუ შენელდეს, არამედ კიდევ გააქტიურდეს და უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს. ძალიან ცალსახაა ჩვენი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები