მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს" - მსვლელობა პარლამენტამდე

სს

"ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს" აქცია-მსვლელობა იმართება. ბარათაშვილის ქუჩიდან პარლამენტამდე მსვლელობა 19:00 საათიდან მიმდინარეობს.

ისინი, მოითხოვენ უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

როგორც ცნობილია, მსვლელობას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი ან ლიდერი. ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს სექტორს და გააჩნია საკუთარი, ინდივიდუალური პროტესტი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, არის მისი სრულუფლებიანი მონაწილე.

ენერგეტიკოსების განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა არის შესაძლებლობა, ერთის მხრივ, საზოგადოებას გაიგოს რომ სექტორი ვერ იქნება ნეიტრალური. იგი უნდა იყოს ან ევროპულ ან რუსულ ნორმატიულ-ტექნიკურ რეგლამენტებთან ინტეგრირებული.

"საკითხი მარტივად დგას ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რადგან არჩევანია გასაკეთებელი ГОСТ-სა და IEC-ს შორის", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები