მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობი

ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობის ფასები ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმის, დაფიქსირების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა.

ბრენტის მარკის ერთ ბარელზე ფასმა $93 დოლარი შეადგინა, WTI-ს შემთხვევაში კი კლება დღიურ ჭრილში $5 დოლარს აღემატება და ამჟამად $89,5 დოლარად ივაჭრება. როგორ ირკვევა, ამის მიზეზი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები როგორც ომის შესაძლო დასრულების, ისე ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე სანქციების შემსუბუქების შესახებ.

აღსანიშნავია, პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყნებისთვის შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ გააჟღერა. თუმცა ეს ნაბიჯი ანალიტიკოსების ნაწილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გასულ კვირას თეთრმა სახლმა ინდურ კომპანიებს რუსული ნავთობის შესყიდვაზე 30-დღიანი შეღავათი უკვე დაუწესა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ენერგომატარებლების დეფიციტის შიშით, სამხრეთ კორემ, ხორვატიამ, უნგრეთმა და ტაილანდმა საწვავზე ფასების ზედა ზღვარი უკვე დააწესეს, ხოლო ბანგლადეშმა, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უნივერსიტეტები დროებით დახურა.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული მერყეობის მიუხედავად, ტრამპმა ირანის მისამართით მუქარა მაინც გააძლიერა და განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის ნებისმიერი შეფერხება აშშ-ის მხრიდან „ოცჯერ უფრო ძლიერ“ დარტყმას გამოიწვევს. შეგახსენებთ, საუბარია სრუტეზე, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და თხევადი აირის გადაზიდვების მეხუთედი მოდის და ის უკვე ერთი კვირაა ფაქტობრივად პარალიზებულია.

საქართველოში საწვავი 2-დან 18 თეთრამდე გაძვირდა - რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები