მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს სანქციებს ნავთობის ფასის დასასტაბილურებლად მოუხსნის

როგორ მოქმედებს ტრამპის ახალი სავიზო რეჟიმი ხელოვნების სფეროზე ამერიკაში?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს სანქციებს ნაწილობრივ მოუხსნის, რათა ირანთან მიმდინარე ომის ფონზე ენერგორესურსებზე მაღალი ფასები დააბალანსოს.

“ჩვენ გარკვეულ ქვეყნებს სანქციები დავაწესეთ. ვაპირებთ, ეს სანქციები მოვხსნათ მანამ, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება. შემდეგ კი, ვინ იცის, შესაძლოა მათი ხელახლა დაწესება აღარც დაგვჭირდეს – ირგვლივ იმდენად დიდი მშვიდობა იქნება." - განაცხადა ტრამპმა.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ბაზარზე ფასების მკვეთრ ზრდას. კერძოდ, ორშაბათს ნედლი ნავთობის ფასის ბარელზე $120 დოლარამდე გაზრდას, რამაც გლობალურად პანიკა გამოიწვია. ანალიტიკოსების შეფასებით, ფაქტი, რომ ამჟამად ფასი $90 დოლარამდეა ჩამოსული, სწორედ ტრამპის ამ განცხადებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებს შეეხება შეღავათები, თუმცა, სავარაუდოა, რომ ამ სიაში იქნება ვაშინგტონის მიერ ამჟამად სანქცირებული რუსეთი. ამავე ინფორმაციას Reuters-სს საკუთარი წყაროც უდასტურებს.

ცნობისთვის, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე დაძაბულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი იერიშები მიიტანეს. ირანული მუქარის ფონზე თითქმის სრულად ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელზეც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 20% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები