მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით შემსყიდველებმა 400 ათას ლარზე მეტი დაზოგეს

ბირჟა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა თებერვალშიც გაჩერებული იყო. ნოემბრის შემდეგ ბირჟაზე აქტივობა არ ყოფილა.

2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, ბირჟაზე რეგისტრირებულია 21 მონაწილე. შარშან ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა 17 490 მგვტ.სთ. (17.4 მლნ კვტ.სთ) იყო, ხოლო საშუალო შეწონილი ფასი - 134.55 ლარი/მგვტ.სთ-ს (13.455 თეთრი/კვტ.სთ). ეს მცირედით აჭარბებს საბითუმო ბაზარზე 2024 წელს დაფიქსირებულ ფასზე. 2024 წელს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.6 აშშ შეადგინა. თვიურ ჭრილში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მერყეობდა კვტ.სთ-ზე 4.6-5.9 აშშ ცენტის ფარგლებში.

ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშში წერია, რომ საბალანსო ელექტროენერგიის თვის ფასი ყოველთვის იყო უფრო მაღალი, ბირჟის ფასზე. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის მყიდველებმა, ჯამურად 17 490 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვით დაახლოებით 440 ათასი ლარი დაზოგეს.

ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები