მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" სახელმწიფო ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ₾7.7 მილიონად გადაეცემა

ენერგო პრო ჯორჯია

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 7 711 671 ლარად გადაეცემა.

მთავრობის განკარგულების თანახმად, საპრივატიზებო პირობა შესაბამისი თანხის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში გადახდაა. ასევე, კომპანია ვალდებულია, 217.8 ლარის კომპენსაცია გადაუხადოს მინერალური რესურსების სააგენტოს.

რაც შეეხება თავად საპრივატიზებო ქონებას, ჩამონათვალი ვრცელია და მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს კახეთში, ელექტროგადამცემ ხაზებს, დენის ტრანსფორმატორებს და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები