მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს

621efecc624d6
თელარა გელანტია
02.03.22 09:19
708
ამერიკული ენერგოკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს და ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს აღარ განახორციელებს. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ExxonMobil-ი ტოვებს ყველა მსხვილ პროექტს, რომლის აქტივების 4 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული და მათ შორის წყვეტს ნავთობისა და გაზის წარმოების მსხვილი ობიექტების მართვას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სახალინის კუნძულზე.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს, რომელიც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები