მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკრიზისის ფონზე, შვეიცარიაში CERN-ის ნაწილაკთა კოლაიდერს აჩერებენ

63847fb8de6a3
გიორგი თოლორდავა
29.11.22 00:00
934
ევროპის მასშტაბით მიმდინარე მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) შვეიცარიაში მსოფლიოს უმსხვილესი ნაწილაკთა ამაჩქარებელი ლაბორატორიისა და კოლაიდერის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე განლაგებული CERN-ის "დიდი ადრონული კოლაიდერი", რომელიც 27-კილომეტრიანი გარშემოწირულობისაა, ყოველწლიურად 1.3 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს. შედარებისთვის, კოლაიდერი დაახლოებით იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც 230,000-იანი ქალაქი.

ზოგადად, ზამთრის პერიოდში, როდესაც ენერგორესურსებზე მოთხოვნა იზრდება, CERN-ის ლაბორატორია აქტივობას ამცირებს, თუმცა წელს ის თითქმის სრულად აჩერებს საქმიანობას და აღნიშნული შეზღუდვა არა რამდენიმე კვირით, არამედ კვარტლით გაგრძელდება.

ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობას 10 წელი და 4.75 მილიარდი დოლარი დასჭირდა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. CERN-ის ლაბორატორიას კვლევითი დანიშნულება აქვს, სადაც მეცნიერები ნაწილაკების შეჯახების ეფექტებზე დაკვირვებას აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები