მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

641c1efabd0ea
გიორგი თოლორდავა
23.03.23 13:45
663
საბანკო კრიზისის ფონზე, შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის კომიტეტის შეხვედრაზე ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაიზარდა და 1.5%-იან ნიშნულს მიაღწია.

ბანკის განმარტებით, ინფლაციის დონე სამიზნეს მაჩვენებელს სცდება, ამიტომაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა აუცილებელია ნაბიჯია, რომელიც ცენტრალურმა ორგანომ უნდა გადადგას. ოფიციალურ პირებს განაკვეთის ზრდის მიზეზად Credit Suisse-ის ფაქტობრივი კოლაფსი არ დაუსახელებიათ.

ტრადიციულად, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი ინტერვენციებისგან თავს იკავებს ხოლმე, თუმცა ბოლო ორი წელი ნამდვილად გამონაკლისია.

ცნობისთვის, სწორედ გუშინ აშშ-ის ფედერალურმა განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაზარდა; მიმდინარე თვეს ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები