მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის პროკურატურამ SICPA სისტემური კორუფციისთვის $90 მილიონით დააჯარიმა

644b7918dc77a
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.23 11:45
1019
შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ გლობალურ მარწმუნებელ კორპორაცია SICPA SA-ს კორუფციისთვის 81 მილიონი შვეიცარული ფრანკის (90 მილიონი დოლარის) ჯარიმა დაეკისრა. ამასთანავე, SICPA-ს გაყიდვების ყოფილ მენეჯერს ასევე მიესაჯა პირობითი პატიმრობა 170 დღით. SICPA-ს აღმასრულებელი დირექტორისა და მსხვილი აქციონერის მიმართ საქმის წარმოება კი შეწყდა.

სიქპა სტანდარტიზაციის და მარკირება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი გლობალური ლიდერია და ის ამ სერვისს საქართველოს მთავრობასაც უწევს - კერძოდ კი საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზური მარკების დაკვრას სწორედ SICPA ახდენს.

შვეიცარიის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ SICPA-ში ადგილი ჰქონდა სისტემურ დარღვევებს, რაც კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან უცხოეთის მთავრობებთან კორუფციულ გარიგებებში შესვლაში გამოიხატებოდა. კომპანიამ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა აღიარა და შვეიცარიის ბიუჯეტის სასარგებლოდ 81 მილიონი ფრანკის გადახდას დათანხმდა.

SICPA საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. თუმცა, სავარაუდოდ ის 1-1.5 მილიარდი ფრანკის ფარგლებშია. კომპანია 3,000-მდე ადამიანს ასაქმებს.

სისტემური დარღვევები:

შვეიცარიის პროკურატურის სამართალწარმოებამ გამოავლინა ორგანიზაციული ხარვეზები, რამაც შესაძლებელი გახადა SICPA-ს თანამშრომლების მოსყიდვა საჯარო მოხელეთა მხრიდან ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ყოფილ გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც პირობითი მსჯავრი მიესაჯა, კორუფციულ გარიბებებში შევიდა კოლუმბიისა და ვენესუელას ბაზარზე, რაც მისი მხრიდან საჯარო მოხელეების მოსყიდვაში გამოიხატებოდა.

სისხლის სამართლის საქმე შეწყდა:

შვეიცარული პროკურატურის ინფორმაციით, საქმის წარმოება SICPA-ს აღმასრულებელი დირექტორისა და კომპანიის ძირითადი აქციონერის მიმართ შეწყდება. SICPA-მ და მისმა ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადეს, რომ არ გაასაჩივრებენ საჯარიმო ბრძანებებს, რომლის მომსახურებაც იურიდიულად სავალდებულო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები