მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში COVID-ზე მასობრივი ვაქცინაცია, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყოს

5fd0aea2baf0e
ნათია თაქთაქიშვილი
09.12.20 15:15
695
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია, შესაძლოა, დეკემბრის მესამე ან მეოთხე კვირაში დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მანამდე აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ კომპანია Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა კრიტერიუმებს წარმატებით აკმაყოფილებს.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, უწყება ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის ნებართვას დიდი ალბათობით რამდენიმე დღეში გასცემს. „როდესაც ეს მოხდება, ძალიან მალე მზად ვიქნებით უმთავრესი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის ვაქცინის მიწოდება დავიწყოთ“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ: 8 დეკემბერს Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები