საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება შედგა. სს "ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.
„მოხარულები ვართ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება სწორედ სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ განახორციელა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ელექტროენერგია 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის გაიყიდა“, - განაცხადა სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ კორპორაციული და საერთაშორისო ელექტროენერგიით ვაჭრობა-ანგარისწორების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ ბეჭვაიამ.
სს "ეპ ჯორჯია გენერაცია“ სათანადო პირობებში, მომავალშიც განაგრძობს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას.




























