მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეპიდვითარება საყურადღებო რჩება და ამას „ომიკრონის“ გავრცელებაც ართულებს - გაბუნია

61c4343e7fa91
ინგა მურუსიძე
23.12.21 12:48
339
ეპიდვითარება საყურადღებო რჩება და ამას „ომიკრონის“ გავრცელებაც ართულებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არსებულ პირობებში მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება, ანუ ის რეგულაციები, რომელიც დღეს ძალაშია და მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება.

„ეპიდვითარება საყურადღებოდ რჩება, თუმცა ყურადღების მისაქცევია ის ვითარება, რაც გასული 2 კვირის განმავლობაში აღინიშნა „დელტა“ შტამთან მიმართებაში. განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას „ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში. როგორც იცით, ჩვენთან დაფიქსირებულია 24 შემთხვევა, კვლევაშია 15-მდე ნიმუში. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და ბუსტერ-დოზებზე კეთდება განსაკუთებული აქცენტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები