მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"EQAR-ს არგუმენტირებული პოზიციით მივმართეთ" - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი

წულაია მარგიშვილი

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის, იგივე განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობა კვლავ შეჩერებული აქვს. რა ნაბიჯებს დგამს ქართული მხარე EQAR-ის რეგისტრაციის აღდგენისთვის, ამ კითხვით bm.ge-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ EQAR-ს არგუმენტირებული პოზიციით უკვე მიმართეს.

"ცენტრმა მიმართა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრს (EQAR) არგუმენტირებული პოზიციით და მოითხოვა გადაწყვეტილებაში მითითებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასების განხორციელება", - აღნიშნულია ცენტრის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებულ ოფიციალურ წერილში.

ცნობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის მიწურულს შეუჩერდა. ერთ-ერთ სტანდარტში - დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი შეუსაბამოდ შეფასდა. მათ შორის, კრიტიკული შეფასება მოჰყვა, რომ ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე პოზიციას იკავებდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მაშინ განმარტეს, რომ EQAR-ის მხრიდან რეგისტრაციის შეჩერება არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე პრობლემებს არ შექმნის. მათ შორის ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებაზე, რაზეც განათლების სექტორის წარმომადგენლები შიშობდნენ. განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები აქვთ სექტორის წარმომადგენლებს. მაგალითად, მაშინ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ EQAR უცხოელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, მისი დაკარგვის ფასი კი, მოპოვებაზე გაცილებით დიდი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები