მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექიმები არ შეიძლება რამენაირად დაკავშირებულები იყვნენ პოლიტიკურ სიმპათიებთან“

5f7ca3d5d78eb
თათია ჩაფიჩაძე
07.10.20 00:24
7076
„უფრო მეტი კონსულტაციები რომ ყოფილიყო არ დარჩებოდა სივრცე სპეკულაციებისთვის“ - ამის შესახებ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ კოვიდ ინფექციის მართვის პროცესში სამედიცინო ასოციაციების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში მორჩილაძემ აღნიშნა, რომ 8 თვის თავზე მოქალაქეების და დარგის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია, ამ დროის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ.

„ჩვენმა გაერთიანებამ აპრილის ბოლოს გააკეთა განცხადება კოვიდთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭირვალე და პასუხები ამომწურავი. როცა საუბარია ასეთ პანდემიებზე და მასთან ბრძოლაზე, აქ აუცილებელია საზოგადოების და პირველ რიგში სამედიცინო ასოციაციების კონსოლიდაცია. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად შეთანხმებული ყველა რგოლთან, ეს საჭიროა პირველ რიგში სახელმწიფოსთვის. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ფრაზა აბა სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა თუ არა ის გზა, რაც აირჩია სახელმწიფომ, მე არ მგონია რომ სხვა გზა ერჩია ვიღაცას, მაგრამ უფრო მეტი კონსულტაციები რომ ყოფილიყო, არ დარჩებოდა სივრცე სპეკულაციებისთვის.

ვსაუბრობ კომუნიკაციის პრობლემაზე. რაც უფრო ფართო იქნებოდა ამ პროცესში ჩართული ადამიანების წრე, მით უკეთესი იქნებოდა. ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ პროცესი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დაცლილი პოლიტიკისგან, დარგი და ასოციაციები, ექიმები არ შეიძლება იყვნენ რამენაირად დაკავშირებული პოლიტიკურ სიმპათიებთან. აქედან გამომდინარე ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად შეთანხმებული", – განაცხადა მორჩილაძემ.

მან ასევე საწოლფონდსა და ტექნიკურ რესურსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსასრულო არაფერია.

"უბრალოდ ადამიანებმა უნდა დაინახონ ბოლო თვეებში რა გაკეთდა და როგორ მოვემზადეთ. ახლა დადგა დრო, როცა ამის გატესტვის დრო მოვიდა და იმედი გვაქვს, რომ ეს კარგად დასრულდება. ყველას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, იგივე ეხება პროტოკოლებს, რომელიც ინფექციის მართვისთვის შემუშავდა. იგივე ბინაზე მართვის პროტოკოლი განკუთვნილია ექიმებისთვისაც და პაციენტისთვისაც, ამიტომ კარგი იქნება ინფორმაცია პაციენტებმაც იცოდნენ.“- დასძინა მან.