მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ექიმის ბიო-მარნის“ შექმნის ისტორია - მარიეტა კაკიაშვილ-რუაძე ქალების ნარატივში

ოჯახისგან მემკვიდრეობით მიღებული მიწა წარმატებული ბიზნესის დაწყების მთავარი ინსპირაცია აღმოჩნდა. კახეთში მდებარე ფაფრის მინდვრების მიკროზონა, რომელიც უმაღლესი ხარისხის საფერავის პოტენციალით გამოირჩევა, სწორედ ის უნიკალური ტერუარია, რომლის ათვისებითაც „ექიმის ბიო-მარნის“ ისტორია დაიწყო. დღეს კომპანია ხუთი სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებს, რასაც სულ ახლახან ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი, საფერავის ლიქიორიც დაემატა. თუმცა, მარნის მთავარი მიღწევა მაინც იმ საექსპორტო გეოგრაფიას უკავშირდება, რომელიც უმკაცრესი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს და შესაბამისად, ქართული პროდუქცია იაპონიის, ჰონკონგისა და დიდი ბრიტანეთის პრემიუმ ბაზრებზე წარმატებით გადის.

სტუმარი: მარიეტა კაკიაშვილ-რუაძე - “ექიმის ბიო-მარნის”, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები