თუკი, კახეთი ქართული მეღვინეობის ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს, ქართლის რეგიონი ბოლო წლებში ბუტიკური ღვინის ტურიზმის მთავარ აღმოჩენად იქცა. მასობრივი ტურისტული სივრცეებისგან გადაღლილი მოგზაურები დღეს უკვე ავთენტურ და მშვიდ გარემოს ირჩევენ, სადაც ბუნებრივ ღვინოსთან ერთად ქართული სოფლის ნამდვილ ტრადიციებსაც ეცნობიან. კასპის მუნიციპალიტეტი და იქ მდებარე „ირმას და კატოს მეღვინეობა და მარანი“ სწორედ ამ ეკოლოგიურ კონცეფციას ეფუძნება. ობიექტი სტუმრებს ორგანულ ვენახებსა და ნამდვილ ოჯახურ მასპინძლობას სთავაზობს, რა მოდელშიც ღვინის წარმოება და აგროტურიზმი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ეხმარება.
სტუმარი: ირმა მერებაშვილი - "ირმას და კატოს მეღვინეობა და მარანი", დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად


































